ღონისძიება ჩატარდება 2024 წლის 9-11 თებერვალს თბილისსა და თელავში. ღონისძიების დეტალური პროგრამა განთავსდება 2024 წლის იანვარში.
ღონისძიებაზე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას პანელური მოხსენება, პოსტერით პრეზენტაცია და ვიდეო პრეზენტაცია (წინასწარი ჩანაწერი) პირდაპირი კითხვა-პასუხის სესიით კონფერენციის მიმდინარეობისას. ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არაუმეტეს 7 წუთის ხანგრძლივობის.
კონფერენციის ძირითადი სექციები:
1. მეწარმეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოწვევები.
2. სამეწარმეო უნივერსიტეტის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა და შემაფერხებელი გარემოებები.
3. რადიკალური და ინკრემენტალური ინოვაციები მეწარმეობაში.
4. ინოვაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარება.
5. მეწარმეობის მასშტაბირება და ინტერნაციონალიზაცია.
კონფერენციის პირველი დღე გაიმართება სასტუმრო ბილტმორში, თბილისში. კონფერენციის მეორე დღე გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისში. კონფერენციის მესამე დღეს ღონისძიებას უმასპინძლებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) თელავში, სადაც ასევე დაგეგმილია ექსკურსია ისტორიული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და საზეიმო ვახშამი.