კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე 2024 წლის 8 იანვრამდე. თითოეული მომხსენებელი/თანაავტორი ინდივიდუალურად უნდა დარეგისტრირდეს მითითებულ ბმულზე. სტატია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე ie.conference@ciu.edu.ge. იმ შემთხვევაში, თუ ახდენთ უკვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას, გთხოვთ ამავე იმეილზე გამოგვიგზავნოთ პუბლიკაციის ლინკი. სტატიის გამოგზავნამდე, ყურადღებით გაეცანით ავტორთა გზამკვლევს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჟურნალის რედაქციის მიერ შერჩეული სტატიები, თქვენი სურვილის შემთხვევაში გამოქვეყნდება კავკასიის საერთაშორისო ჟურნალში "საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში". თქვენ, ასევე შეგიძლიათ უკვე გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაცია, ამასთანავე, შეგიძლიათ უარი თქვათ გამოქვეყნებაზე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ნაშრომი ან მოხსენების ნარატივი უნდა გამოგზავნოთ ie.conference@ciu.edu.ge-ზე, ვინაიდან მომხსენებლების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის შესრულებული კვლევითი ნაშრომის / საპრეზენტაციო მასალის შინაარსი.
კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება 50 პერსონის მონაწილეობის ხარჯები. სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეულ 50 მონაწილეს, ჩარიცხული რეგისტრაციის თანხა დაუბრუნდება იანვარში.
რეგიონული უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი შერჩეული ნაშრომებიდან, 10 მონაწილის მგზავრობის და დღიური ხარჯები (პრეზენტაციის დღეს) ფინანსდება 50 ლარის ოდენობით. შერჩეული ავტორები დაფინანსების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ 2024 წლის 29 იანვრამდე.
რეგისტრაციის ღირებულება
სარეგისტრაციო პაკეტი |
ადრეული რეგისტრაცია 2023 წლის |
გვიანი რეგისტრაცია 2023 წლის 25 ნოემბრიდან- 2024 წლის 8 იანვრამდე |
დასწრება თბილისში (9-10 თებერვალი, 2024) |
70 ლარი |
110 ლარი |
დასწრება თელავში (11 თებერვალი, 2024) |
140 ლარი |
190 ლარი |
დასწრება სამივე დღეს |
200 ლარი |
270 ლარი |
მონაწილეობა ონლაინ | უფასო | 30 ლარი |
დასწრება თბილისში - რეგისტრაცია მოიცავს სამჯერადი კვების ღირებულებას, სხვა ხარჯები დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
დასწრება თელავში - ღირებულება მოიცავს ტრანსპორტირების (თბილისი-თელავი-თბილისი), ექსკურსიის და საზეიმო ვახშმის ღირებულებას.
დასწრება სამივე დღეს - აღნიშნული ღირებულება სრულად მოიცავს პირველ და მეორე სარეგისტრაციო პაკეტის ფარგლებში შეთავაზებულ მომსახურებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მონაწილეობის მიღება პირველი სარეგისტრაციო პაკეტის ფარგლებში არის უფასო! ხოლო, თელავში დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.
სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის მოქმედებს დამატებით 30%-იანი ფასდაკლება ადრეული და გვიანი რეგისტრაციის თითოეული სარეგისტრაციო პაკეტის შემთხვევაში.
რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება სტატიის გამოგზავნის და შესაბამისი ღირებულების გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი უარს განაცხადებს თქვენს მონაწილეობაზე, ჩარიცხული თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
საბანკო რეკვიზიტები - თიბისი ბანკი - GE46TB7261336582100001. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "IEC - მონაწილის სახელი და გვარი". თუ ნაშრომის თანაავტორები ერთობლივად რიცხავთ თანხას, დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: IEC და თითოეული მონაწილის სახელი და გვარი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები დასტურის ან უარყოფის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ 2024 წლის 22 იანვრამდე.
იმ შემთხვევაში თუ არ ხართ აკადემიური სექტორის წარმომადგენელი და არ გსურთ აკადემიური ნაშრომის პრეზენტაცია, გთხოვთ რეგისტრაციის დროს ველში "პუბლიკაცია" მონიშნოთ მესამე პუნქტი (არ მსურს გამოქვეყნება), ასევე ijss@ciu.edu.ge-ზე გამოგზავნოთ შესაბამისი საპრეზენტაციო მასალის ნარატივი, ხოლო subject ველში მიუთითოთ "არააკადემიური სექტორი".
ზეპირი (პანელური) პრეზენტაცია მოხსენების ფორმატი - პრეზენტაცია 10-15 სლაიდით. ხანგრძლივობა: 7-10 წუთი, დამატებით დრო - 5-10 წუთი კითხვა-პასუხისთვის.
|
სასტენდო (პოსტერით) პრეზენტაცია სასტენდო მოხსენება ნაბეჭდი სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ზომები: 120 (სიმაღლე)×90 (სიგანე) სმ, პორტრეტის ორიენტაციით. ფონტი: ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს Times New Roman-ით, ტექსტის ზომა - მინიმუმ 24.
მონაწილეობა ონლაინ (ვიდეო პრეზენტაცია) წინასწარი ჩანაწერით და პირდაპირი კითხვა-პასუხის რეჟიმით კონფერენციის მსვლელობისას - კონფერენციის იმეილზე უნდა გამოგზავნოთ პრეზენტაცია ვიდეოს ფორმატში, რომელსაც თქვენ გაახმოვანებთ/წარადგენთ. ვიდეოპრეზენტაციის შემდეგ შედგება კითხვა-პასუხის რეჟიმი, რაშიც ონლაინ უნდა ჩაერთოთ.
კონფერენციის მასალები, როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ დასწრებისას, თქვენი სურვილის შემთხვევაში და სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოქვეყნდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალში "საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში". |